Thursday, November 15, 2012


პროექტის მთავარი თემა: ამერიკისა და ინგლისის გამოჩენილი მწერლები და მათი შემოქმედება
პროექტის მოკლე აღწერა:  ამერიკულ-ინგლისურ ლიტერატურაში მრავალი ღირსშესანიშნავი მწერალია, რომელთა გაცნობა მოსწავლეებისათვის ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება.  მათ შეუძლიათ  ჩაუღრმავდნენ ამერიკულ-ინგლისური მწერლების შემოქმედებას, დააკავშირონ ისინი ისტორიულ ფაქტებთან, რომელიც  საფუძვლად უდევს  კონკრეტული ნაწარმოების შექმნას. პროექტზე მუშაობით ისინი მიიღებენ ცოდნას თემასთან დაკავშირებით.
პროექტის სრული არწერა:  პროექტის მიზანია ბავშვების  მიერ იმ მწერლების მოძიება,  რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ამერიკულ-ინგლისურ ლიტერატურაში. მათ შეუძლიათ ინტერნეტში  მოიძიონ მასალა, ასევე მიმართონ ბიბლიოთეკებს, ჩაერთონ სხვა სკოლის მასწავლეები და ბოლოს მოახდინონ  ნამუშევრების წარმოდგენა ღონისძიების სახით.  ისინი იმუშავებენ მხატვრულად  ლექსების წაკითხვაში, გამოიყენებენ სლაიდ შოუს მწერალთა ბიოგრაფიული მონაცემების გადმოცემისას.  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაერთიანდებიან ღონისძიების მოსაწყობად. იგი წარიმართება ინგლისურ ენაზე და ნაწილობრივ ქართულ ენაზეც.   ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი მოხალისეები, რომლებიც ასწავლიან  სხვადასხვა სკოლებში. ისინი გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას  მათთვის საყვარელი მწერლებისადმი და წაიკითხავენ  მათ რამდენიმე  ნამუშევარს.... მოსწავლეები  უცხოელი მოხალისეებისგანაც მიიღებენ კონსულტაციებს  თუ  რომელ მწერლებზე გაამახვილონ  ყურადღება.  ისინი  შეეჩვევიან  უცხოელებთან  კომუნიკაციას, რაც გაზრდის მათში ინტერესს  აქტიურად გამოიყენონ ენა მეტყველეაში.    მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ პარალელი გაავლონ  კონკრეტულ ლიტერატურულ ეპოქაში მოღვაწე ქართველ და უცხოელი მწერლების ნამუშევრებთან.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:  12-16წელი.  მე6-მე10 კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა:  2013წელი. იანვარი-აპრილი
პროექტის შესაძლო  აქტივობები  კლასში: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, კვლევა, უცხოელ მოხალისე მასწავლებლებთან კონსულტაციები, ისტ-ის გამოყენება, მასალების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ამერიკელ-ინგლისელ მწერალთა შესახებ  ცნობების ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი  პრეზენტაციები, ბლოგები.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეიძენენ ანალიტიკურ, კვლევა-ძიებისა და კომუნიკაციის უნარს, დახვეწენ მხატვრულად კითხვას, გაიღრმავებენ ისტ-ტექნოლოგიებთან  მუშაობის უნარჩვევებს. ქართველ და უცხოელ მწერალთა ნამუშევრების ერთმანეთთან დაკავშირებით მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ინტერესი ლიტერატურის მიმართ.
სამუშაო ენა:  ქართული, ინგლისური.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ქართულ ლიტერატურაში(წარმოაჩენენ ქართული ლიტერატურის მწერლის ნამუშევრებსაც კონკრეტულ ლიტერატურულ პერიოდში, მაგალითად რომანტიზმის ეპოქაში და შეადარებენ მას ამავე პერიოდში მოღვაწე ამერიკელი თუ ინგლისელი მწერლის შემოქმედებას),  საინფორმაციო  ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ბლოგში ნამუშევრების განთავსებით), ასევე შეიძენენ უცხოელებთან  კომუნიკაციის უნარს და  გააუმჯობესებენ მხატვრულად კითხვის უნარს.
მონაწილეები  სხვა სკოლიდან:  შ.პ.ს „სხივი’’
პროექტის  ფასილიტატორის სახელი:  თამარ თოფურია
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  ttopuria7@gmail.com

No comments:

Post a Comment